საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ინფორმაცია ირანის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში სტაჟირების შესახებ

ირანის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო 2018 წლის 1 მაისიდან აცხადებს სტაჟირების კონკურსს. კონკურსის შედეგად, დიპლომატიურ წარმომადგენლობაში სტაჟირების გავლის შესაძლებლობა ექნება 1 (ერთ) საუკეთესო აპლიკანტს. სტაჟირება დაიწყება 2018 წლის 3 სექტემბრიდან და გაგრძელდება 3 დეკემბრის ჩათვლით.

 


სტაჟირების კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს, რომელიც ფლობს სახელმწიფო ენას, არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან აქვს უმაღლესი განათლება და აკმაყოფილებს დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.

საბუთები მიიღება /წლის 1 მაისიდან 15 მაისის ჩათვლით, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, მისამართზე: tehran.emb@mfa.gov.ge  


კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:

1. განაცხადების გადარჩევა;
2. გასაუბრება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
• კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე;
• კანდიდატი უნდა ფლობდეს საქართველოს სახელმწიფო ენას;
• კანდიდატი კარგად უნდა ფლობდეს ინგლისურ ენას. უპირატესობად ჩაითვლება სპარსული ენის ფლობა;
• კანდიდატი უნდა იყოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან გააჩნდეს უმაღლესი/პროფესიული განათლება და აკმაყოფილებს დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს;
• კანდიდატს უნდა ჰქონდეს ირანის ისლამურ რესპუბლიკაში კანონიერად ყოფნის (ცხოვრების) დამადასტურებელი საბუთი, რომლის მოქმედების ვადა აღემატება სტაჟირების გავლის პერიოდს.

კონკურსის თემატიკა:
• საქართველოს კანონი „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“;
• საქართველო-ირანის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები.

სტაჟირების კონკურსში მონაწილეობის მსურველმა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, მისამართზე: tehran.emb@mfa.gov.ge უნდა წარადგინოს:

2. ავტობიოგრაფია;
3. დიპლომის ასლი/ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან/საზღვარგარეთ უმაღლესსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი;
4. პასპორტის ასლი
5. ადგილსამყოფელ ქვეყანაში კანონიერად ყოფნის (ცხოვრების) დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლის მოქმედების ვადა აღემატება სტაჟირების გავლის პერიოდს;
6. ერთი ფოტოსურათი (3X4);
7. ნასამართლობის შესახებ ცნობა.

კონკურსანტებთან გასაუბრება ჩატარდება ქ.თეირანში, საქართველოს საელჩოში, შემდეგ მისამართზე: 92, 2nd Golestan St., Pasdaran Ave., Tehran

სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსის ეტაპების/გასაუბრების თარიღი დამატებით ეცნობებათ კონკურსის მონაწილეებს.

სტაჟირების შედეგების დადებითი შეფასების შემთხვევაში, სტაჟიორს ეძლევა სტაჟირების წარმატებით გავლის დამადასტურებელი სერთიფიკატი.

სტაჟირება არ არის ანაზღაურებადი.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ სტაჟირების კონკურსი გამოცხადდება წელიწადში ორჯერ, მაისის და ნოემბრის თვის პირველ სამუშაო დღეს.