საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

შეხვედრა საქართველოს ელჩსა და ირანის პარლამენტის ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის კომისიის საგარეო პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარეს შორის

7 თებერვალს ირანის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა ბ-ნმა იოსებ ჩახვაშვილმა ირანული მხარის თხოვნით შეხვედრა გამართა ირანის ისლამური საბჭოს მეჯლისის (პარლამენტის) ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის კომისიის საგარეო პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარესთან, ბატონ აბას გოლრუსთან. ირანის მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ ისლამური საბჭოს მეჯლისის საერთაშორისო დეპარტამენტისა და პროტოკოლის წარმომადგენლები, ქართული მხრიდან - საქართველოს საელჩოს მრჩეველი და საკონსულო ფუნქციების შემსრულებელი გიორგი სახლთხუციშვილი. შეხვედრამ მეგობრულ და საქმიან ატმოსფეროში ჩაიარა. განხილული იქნა ორმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხები.