საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ქართული ენის დისტანციური სწავლების პროგრამის შესახებ

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრი 2016 წლიდან წარმატებით ახორციელებს ქართული ენის დისტანციური სწავლები პროგრამას უცხოეთში მცხოვრები ქართველი მოსწავლეებისათვის. პროგრამაში ჩართული 5-დან 15 წლამდე ასაკის 255 მოსწავლე 36 ქვეყნიდან. მათ დისტანციურ რეჟიმში ქართუ ენას ასწავლის 32 პედაგოგი. პროგრამის ფარგლებში ჩატარებული კვლევის მიხედვით, მოსწავლეებიც და მშობლებიც დადებითად აფასებენ მიღწეულ შედეგებს, რაც სასწავლ კურსის მიმართ მზარდ ინტერესში გამოიხატება. ქართული ენის შესწავლის მსურვე მოსწავლეებს (მათ მშობლებს ან მეურვეებს) შეუძლიათ დარეგისტრირდნენ დისტანციურ სკოლის ვებ-გვერდზე შემდეგ მისამართზე - http://distancelearning.mes.gov.ge/ge.

აღსანიშნავია, რომ ქართული ენის დისტანციური სწავლების პროგრამაში მონაწილეობ სრულიად უფასოა.