საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ვიზიტი ირანის ისლამურ რესპუბლიკაში

2018 წლის 22-26 ივნისს ირანის ისლამურ რესპუბლიკაში ვიზიტით იმყოფებოდა საქართველოს პარლამენტის ირანთან მეგობრობის ჯგუფი - შალვა კიკნაველიძის ხელმძღვანელობითვიზიტის ფარგლებში დელეგაციამ . თეირანში შეხვედრები გამართა ირანის ისლამური რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარესთან ბ-ნ ალი ლარიჯანისთან, პარლამენტის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელთან ბ-ნ ალირეზა ბეიგისთან, პარლამენტის ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარესთან ბ-ნ ალაედდინ ბორუჯერდისთან, პარლამენტის ეკონომიკური კომიტეტის თავმჯდომარესთან ბ-ნ მოჰამად რეზა ფურებრაჰიმისთან, ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრთან ბ-ნ მასუდ ქარბასიანთან, შრომის, კოოპერაციისა და სოციალური კეთიდღეობის მინისტრათან ბ-ნ ალი რაბიისთან, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილესთან ბ-ნ აბას ქეშავარზათან და ირანის ვიცე-პრეზიდენთან, კულტურული მემკვიდრეობის, ხალხური რეწვისა და ტურიზმის ორგანიზაციის ხელმძღვანელთან ბ-ნ ალი ასღარ მუნესანთან. ასევე, ვიზიტის ფარგლებში დელეგაცია ეწვია ქ. თავრიზს, სადაც გაიმართა შეხვედრები აღმოსავლეთ აზერბაიჯანის პროვინციის გუბერნატორთან ბ-ნ მაჯიდ ხოდაბახშთან და აღმოსავლეთ აზერბაიჯანის სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტთან ბ-ნ სამად ჰასანზადესთან.

ვიზიტის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს ისეთი საკითხები, როგორებიცაა ორ ქვეყანას შორის საპარლამენტო თანამშრომლობა, რეგიონული პოლიტიკა, სირიის მიერ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების აღიარება, ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება, ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და სატრანზიტო გადაზიდვების, საბანკო, განათლების, კულტურის, ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის, ტურიზმისა და სხვა სფეროებში თანამშრომლობის არსებული მდგომარეობა და განვითარების პერსპექტივები.

მხარეებმა გამოხატეს მზადყოფნა შეხვედრაზე განხილული საკითხების ირგვლივ თანამშრომლობის გაფართოების შესახებ. თავის მხრივ, ირანულმა მხარემ აღნიშნა, რომ გაააქტიურებს საქართველოსთან სხვადასხვა დარგში, მათ შორის, ნედლი ნავთობის სფეროში თანამშრომლობას. ირანულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი პოზიცია, რომ მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს