20 აგვისტოს საელჩოში გაიმართა მიღება ირანული საზოგადოების წარმომადგენლებისა და თეირანში მცხოვრები ქართული წარმოშობის მოქალაქეებისათვის. მიღებაზე ელჩმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო საქართველოში მიმდინარე მოვლენები და ვრცალდ ისაუბრა რუსეთ-საქართველოს ომიდან 10 წლისთავზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობის შესახებ.
მიღების ფარგლებში გაიმართა რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებული ფოტომასალის გამოფენა და მოკლემეტრაჟიანი ვიდეორგოლების და დოკუმენტური ფილმის „მე არ გადავკვეთე საზღვარი, საზღვარმა გადამკვეთა მე“ ჩვენება, რომლებმაც დამსწრეების დიდი ინტერესი გამოიწვია.

