საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ოფიციალური მიღება

26 ივნისს ირანის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო თეირანის სასტუმროჰომასბაღში გამართა საქართველოს დამოუკიდებლობის  დღისადმი  მიძღვნილი ოფიციალური მიღება, რომელსაც დაესწრნენ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, თეირანში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები და დიპლომატები, აკადემიური წრეების, კულტურისა და მასმედიის წარმომადგენლები, ფერეიდნელი ქართველები და თეირანში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები.

დამსწრე საზოგადოების წინაშე მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს ელჩ, ბატონი იოსებ ჩახვაშვილი და ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ბატონი ჰოსეინ ჯაბერი ანსარი.  ელჩმა თავის სიტყვაში ისაუბრა საქართველო-ირანის მრავალმხრივი თანამშრომლობის არსებულ მდგომარეობასა და სამომავლო პერსპექტივებზე.

საზეიმო მიღების ფარგლებში საელჩოსა და საქართველოს „ნაციონალური სამოსის სახლის“ თანამშრომლობით გაიმართა ქართული ეროვნული სამოსის გამოფენა, რომელმაც სტუმრების დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა.