საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ელჩის შეხვედრა ირანული მასმედიის წარმომადგენლებთან

26 აგვისტოს ელჩმა ირანული მასმედიის წარმომადგენლებისთვის საელჩოში მოაწყო აგვისტოს ომის ამსახველი დოკუმენტური ფილმის „რუსულის გაკვეთილების“ ჩვენება და მიაწოდა მათ სრული ინფორმაცია ამჟამად საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობის შესახებ. ირანელ ჟურნალისტებს ასევე დაურიგდათ შესაბამისი non-paper-ი, ასევე, როინ მეტრეველის სამეცნიერო სტატიისა და სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისა­კენ“ ინგლისურენო­ვანი ტექსტები.