საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს პარლამენტის ირანთან მეგობრობის ჯგუფის ვიზიტი ირანის ისლამურ რესპუბლიკაში

16-18 ნოემბერს შედგა საქართველოს პარლამენტის ირანთან მეგობრობის ჯგუფის ვიზიტი ირანის ისლამურ რესპუბლიკაში. ვიზიტის ფარგლებში ქართული დელეგაციის წევრები შეხვდნენ ირანის ისლამური საბჭოს მეჯლისის (პარლამენტი) თავმჯდომარეს, პარლამენტის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარეს, ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის კომისიის თავმჯდომარეს, საგარეო საქმეთა მინისტრს და კუნძულ ქიშის თავისუფალი ეკონომიკური ზონის ხელმძღვანელს.