საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ

ირანის ისლამური რესპუბლიკის დედაქალაქ თეირანში ისლამური საბჭოს მეჯლისის (პარლამენტის) შენობასა და იმამ ხომეინის მავზოლეუმზე განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა ან დაზარალებულთა შორის, ამ წუთისათვის არსებული ინფორმაციით, არ არიან საქართველოს მოქალაქეები. საელჩო მოუწოდებს ირანში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს, თავი შეიკავონ ხალხმრავალ ადგილებში გადაადგილებისაგან. 

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით საელჩოს საკონსულო სამსახურში გახსნილია ცხელი ხაზი: +98 910 682 57 40