საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება ირანის ისლამურ რესპუბლიკაში

iran/reception_2017_-_1.jpg

25 მაისს ირანის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად გამართა ოფიციალური მიღება. სადღესასწაულო მიღებას ესწრებოდნენ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, თეირანში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის ხელმძღვანელები და დიპლომატები, აკადემიური წრეებისა და მასმედიის წარმომადგენლები, ფერეიდნელი ქართველები და თეირანში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები.

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საქართველოს ელჩმა, ბატონმა იოსებ ჩახვაშვილმა, ირანის ისლამური რესპუბლიკის შრომის, კოოპერაციისა და სოციალური კეთილდღეობის მინისტრის მრჩეველმა და საერთაშორისო საქმეთა დეპარტამენტის დირექტორმა ბატონმა სეიედ ჰასან ჰიფდაჰთანმა და  საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-სა და კავკასიისა დეპარტამენტის დირექტორმა ბატონმა ღოლამრეზა ბაყერი მოყადამმა. გამომსვლელებმა განსაკუთრებულად ყურადღება გაამახვილეს ირანსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25-ე წლისთავზე ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის განვითარების დინამიკაზე. მიღების დროს დამსწრე საზოგადოებისთვის ნაჩვენები იქნა სპეციალურად მომზადებული საიმიჯო ვიდეორგოლი საქართველოს შესახებ.

iran/reception_2017_-_2.jpg iran/reception_2017_-_3.jpg

iran/reception_2017_-_4.jpg iran/reception_2017_-_5.jpg

iran/reception_2017_-_6.jpg iran/reception_2017_-_7.jpg

iran/reception_2017_-_8.jpg