საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ელჩის და საელჩოს დიპლომატების შეხვედრა ორგანიზაცია SITI1-ის ხელმძღვანელთან

iran/_2.jpg

21 თებერვალს თეირანში, ორგანიზაცია SITI1-ის (Special Interest Tourism Institute) მთავარ ოფისში შედგა ელჩის ბატონი იოსებ ჩახვაშვილის და საელჩოს დიპლომატების შეხვედრა აღნიშნული ორგანიზაციის ხელმძღვანელთან ბატონ მოჰამად შარიფ მალექზადესთან. შეხვედრა მიეძღვნა კავკასიის უნივერსიტეტის რექტორის ბატონი კახა შენგელიასა და მისი თანმხლები 30-კაციანი დელეგაციის ვიზიტს ირანში, რომელიც ზემოხსენებული ორგანიზაციის მოწვევით გაიმართა. საუბარი შეეხო ტურიზმის სფეროში ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებს, კერძოდ, საქართველოში „ჰალალ“ ტურიზმის სექტორის განვითარების შესაძლებლობას. ირანულმა მხარემ გამოხატა განსაკუთრებული ინტერესი საქართველოსთან ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის კუთხით. ხსენებული ორგანიზაციის პრეზიდენტმა გამოთქვა მზადყოფნა ხელი შეუწყოს ირანიდან მეტი ტურისტის შემოდინებას საქართველოში.