საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

მოგესალმებით ირანის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ოფიციალურ ვებ გვერდზე.

საქართველო-ირანს შორის დიპლომატიური ურთიერთობები ჯერ კიდევ 1992 წელს დამყარდა, ხოლო 1994 წლიდან საქართველოს საელჩომ თეირანში ოფიციალურად დაიწყო ფუნქციონირება.

საქართველოსა და ირანს შორის ორმხრივი ურთიერთობების მრავალსაუკუნოვანი გამოცდილება არსებობს, რომელიც მოიცავს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ სფეროებს. თეირანში საქართველოს საელჩოს ერთ-ერთი ძირითადი ამოცანა, საქართველოს და მისი მოქალაქეების ინტერესების დაცვასთან ერთად, ამ ურთიერთობების გაგრძელება და გაღრმავებაა.

ჩემთვის დიდი პატივია ირანის ისლამურ რესპუბლიკაში ვიმსახურო როგორც საქართველოს ელჩმა და იმედს ვიტოვებ, რომ ვებ-გვერდზე არსებული ინფორმაცია სასარგებლო იქნება თქვენთვის.

 

 

საუკეთესო სურვილებით

იოსებ ჩახვაშვილი

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი