ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
ურთიერთობები საქართველოსა და ირანის ისლამურ რესპუბლიკას შორის

დიპლომატიური ურთიერთობების ქრონოლოგია

დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და ირანის ისლამურ რესპუბლიკას შორის დამყარდა 1992 წლის 15 მაისს.

საქართველოს ელჩები ირანის ისლამურ რესპუბლიკაში:

იოსებ ჩახვაშვილი (2014-დღემდე)

გიორგი ჯანჯღავა (2008-2013)

ლევან ასათიანი (06.09.2004-2008),

ჯემშიდ გიუნაშვილი (01.08.1994-16.01.2004).

ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩები საქართველოში:

მოჯთაბა დამირჩილუ (11.07.2007დღემდე),

ჰოსეინ ამინიან თუსი  (2002-2006),

აბულფაზლ ხაზაი თორშიზი (1999-2002),

აქბარ ამინიანი (1996-1999),

ფერეიდუნ ჰაყბინი (1993-1996).

 

თანამშრომლობის სფეროები:

· მუდმივი პოლიტიკური დიალოგი ორმხრივ და მრავალმხრივ  ფორმატებში;

· თანამშრომლობა ენერგეტიკის სფეროში -  საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ირანთან, როგორც ენერგომატარებლების ალტერნატიულ მომწოდებელთან თანამშრომლობა;

· თანამშრომლობა ტრანსპორტის სფეროში - საქართველოსათვის მნიშვნელოვანია ქვეყნის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის დივერსიფიკაცია;

· ირანი საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია. ქვეყნებს შორის ფუნქციონირებს ერთობლივი სამთავრობათაშორისო ეკონონომიკური კომისია;

· თანამშრომლობა განათლების და მეცნიერების სფეროში;

· თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში. 

 

ეკონომიკური თანამშრომლობა

სავაჭრო ბრუნვა 2000-2006 წლებში (ათასი აშშ დოლარი):      

წელი

ექსპორტი

იმპორტი

2000

6,801.5

5,879.8

2001

4,311.4

6,315.3

2002

3,316.4

8,096.8

2003

3,426.3

6,995.7

2004

4,500.7

15,157.9

2005

4,681.2

25,999.8

2006

2,699.4

40,301.8

 

უმნიშვნელოვანესი ვიზიტები

ვიზიტები საქართველოდან:

2006 წლის 22-23 ოქტომბერი – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის გელა ბეჟუაშვილისა და ენერგეტიკის მინისტრის ნიკოლოზ გილაურის ვიზიტი ირანის ისლამურ რესპუბლიკაში;

2004 წლის 6-9 ივლისი – საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ვიზიტი ირანის ისალმურ რესპუბლიკაში;

2001 წლის  19-20 აპრილი – საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ზურაბ ჟვანიას ვიზიტი ირანის ისლამურ რესპუბლიკაში;

2000 წელი – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ირაკლი მენაღარიშვილის ვიზიტი ირანის ისლამურ რესპუბლიკაში;

1998 წელი – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ირაკლი მენაღარიშვილის ვიზიტი ირანის ისლამურ რესპუბლიკაში;

1996 წელი – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ირაკლი მენაღარიშვილის ვიზიტი ირანის ისლამურ რესპუბლიკაში;

1993 წლის  იანვარი – საქართველოს სახელმწიფო მეთაურის  ედუარდ შევარდნაძის ვიზიტი ირანის ისლამურ რესპუბლიკაში.

ირანის მხრიდან:

2005 წლის 25-26 აპრილი – ირანის ისლამური რესპუბლიკის პირველი ვიცე-პრეზიდენტის  მუჰამედ რეზა არეფის ვიზიტი საქართველოში;

2003 წლის 29-30 აპრილი – ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის ქამალ ხარაზის ვიზიტი საქართველოში;

2001 წლის ივნისი – ირანის ეროვნული უშიშროების საბჭოს  მდივნის ჰასან რუჰანის ვიზიტი საქართველოში;

1996 წლის მარტი – ირანის ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის  ალი აქბარ ველაიათის ვიზიტი საქართველოში;

1995 წლის აპრილი  ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტის ალი აქბარ ჰაშემი რაფსანჯანის ვიზიტი საქართველოში.

 

სამართლებრივი  ბაზა

ორ ქვეყანას  შორის ხელმოწერილია  47 დოკუმენტი, მათ შორის:

ხელშეკრულება საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და ირანის ისლამური რესპუბლიკის მთავრობას შორის საჰაერო ტრანსპორტის სფეროში;

შეთანხმება საქართველოს რესპუბლიკასა და ირანის ისლამურ რესპუბლიკას შორის ინვესტიციების ურთიერთწახალისებისა და დაცვის შესახებ;

შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ირანის ისლამური რესპუბლიკის მთავრობას შორის ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და შემოსავლებსა და კაპიტალზე გადასახადის გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ;

შეთანხმება საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და ირანის ისლამური რესპუბლიკის მთავრობას შორის სავაჭრო-ეკონომიკური და სამეცნიერო-ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ;

შეთანხმება  სავაჭრო თანამშრომლობის შესახებ საქართველოს მთავრობასა და ირანის ისლამური რესპუბლიკის მთავრობას შორის.

ბმული:

ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო:   http://www.mfa.gov.ir

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ