ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
ვახუშტი კოტეტიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო

iran/1443807316.jpg

ა.წ. 4 ოქტომბერს ქ. თეირანში, სპარსული ენის ცენტრში ("Kānūn-e zabān-e fārsī") ირანული ლიტერატურული ჟურნალის „ბუხარას“ და ირანის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით გაიმართა გამოჩენილი ქართველი ირანისტის, ფოლკლორისტის, მეცნიერის, მთარგმნელისა და პოეტის ვახუშტი კოტეტიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო. აღნიშნულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ ირანის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იოსებ ჩახვაშვილი, უფროსი მრჩეველი მამუკა ქურასბედიანი და საელჩოს რეფერენტი მაკა ნათაძე, რომელმაც წაიკითხა ვახუშტი კოტეტიშვილის მეუღლის მზეო გოგოჭურის მოგონებები. მომხსენებლებმა ვრცლად ისაუბრეს ვახუშტი კოტეტიშვილის მრავალმხრივი შემოქმედების შესახებ. ხაზი გაესვა მის განსაკუთრებულ დამსახურებას სპარსული პოეზიის შედევრების ქართულ ენაზე თარგმნის საქმეში, აგრეთვე მისი, როგორც ფოლკლორისტის, მეცნიერისა და პოეტის ნაყოფიერ მოღვაწეობას.

დამსწრეებს ასევე სიტყვით მიმართეს ირანელმა რეჟისორმა რაჰიმ მორთეზავანდმა და ჟურნალ „ბუხარას“ რედაქტორმა ალი დეჰბაშიმ, რომელმაც წაიკითხა აღმოსავლეთმცოდნე გიორგი ლობჟანიძის წერილი და ვახუშტი კოტეტიშვილის ორი სონეტის სპარსული თარგმანი, რომელიც ირანისტ თეა შურღაიას ეკუთვნის.

ღონისძიების ბოლოს ნაჩვენები იქნა ირანელი რეჟისორის რაჰიმ მორთეზავანდის მიერ ვახუშტი კოტეტიშვილის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმი „სამოთხის პოეტი“.

ვახუშტი კოტეტიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო, რომელსაც დაესწრნენ ირანის ლიტერატურული წრეების, კულტურისა და ხელოვნების წარმომადგენლები და დიპლომატები, ფართოდ გაშუქდა ირანული მასმედიის მიერ.

iran/IMG_0626.jpg

iran/IMG_0625.jpg

iran/IMG_0627.jpg

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ