ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
საქართველოს ვიცე-პრემიერისა და ენერგეტიკის მინისტრის ბატონი კახა კალაძის ვიზიტი ირანის ისლამურ რესპუბლიკაში

2016 წლის 15-16 თებერვალს ირანის ისლამურ რესპუბლიკას ოფიციალური ვიზიტით ეწვია საქართველოს ვიცე-პრემიერი და ენერგეტიკის მინისტრი ბატონი კახა კალაძე თანმხლებ დელეგაციასთან ერთად. ენერგეტიკის მინისტრს თან ახლდნენ მინისტრის მოადგილე ქალბატონი მარიამ ვალიშვილი, ნავთობისა და გაზის კორპორაციის  გენერალური დირექტორი ბატონი დავით თვალაბეიშვილი, რკინიგზის გენერალური დირექტორი ბატონი მამუკა ბახტაძე, ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს თავმჯდომარე ბატონი გიორგი პერტაია და ენერგეტიკის სამინისტროს სხვა წარმომადგენლები.

ვიზიტის ფარგლებში გაიმართა ბატონი კახა კალაძის შეხვედრები ირანის ისლამური რესპუბლიკის ენერგეტიკის მინისტრთან ბატონ ჰამიდ ჩითჩიანთან, ნავთობის მინისტრთან ბატონ ბიჟან ნამდარ ზანგანესთან და საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილესთან ბატონ მორთეზა სარმადისთან. შეხვედრებზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ირანის ისლამურ რესპუბლიკას შორის ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის სამომავლო გეგმები. მხარეებმა ისაუბრეს ელენერგიის ექსპორტ-იმპორტის, საქართველოში ენერგოობიექტების მშენებლობისა და ერთობლივი პროექტების განხორციელების პერსპექტივების თაობაზე. 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ