ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
ქართული ანბანის გამოფენა

iran/EXHIB_4.jpg

დედა-ენის დღის აღსანიშნავად, 17 აპრილს საელჩოს ორგანიზებითა და დაფინანსებით ირანის ისლამური რესპუბლიკის ეროვნული ბიბიოთეკისა და არქივის ორგანიზაციის ეროვნული ბიბლიოთეკის შენობაში გაიმართა ქართული ანბანის გამოფენა. ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს ელჩი ბატონი იოსებ ჩახვაშვილი და ირანის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილე ბატონი ღოლამრეზა ამირხანი, რომელთაც ვრცლად მიმოიხილეს ქართულ-ირანული ლიტერატურული და ისტორიული ურთიერთობები. საქართველოს საელჩოს უფროსმა მრჩეველმა მამუკა ქურასბედიანმა დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა პრეზენტაცია ქართული ანბანისა და დამწერლობის ისტორიის შესახებ. პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა ქართული ანბანის გამოფენის ოფიციალური გახსნა, რომელსაც დაესწრნენ თეირანში აკრედიტებული დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელები და დიპლომატები, ირანში მცხოვრები ქართველები და ფერეიდნელები, ასევე ირანის სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები და სტუდენტები.

ქართული ანბანის გამოფენის პარალელურად ასევე გაიმართა საქართველოს ღირშესანიშნაობების ამსახველი ფოტოგამოფენა, რომელიც მიეძღვნა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავს. ორივე გამოფენამ დამთვალიერებლების დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა. ღონისძიება ფართოდ გაშუქდა ირანული მედიასაშუალებების მიერ.

 

 

iran/EXHIB_3.jpgiran/EXHIB_5.jpg

iran/EXHIB_6.jpgiran/EXHIB_7.jpg

iran/EXHIB_9.jpgiran/EXHIB_10.jpg

iran/EXHIB_11.jpgiran/EXHIB_12.jpg

iran/EXHIB_13.jpgiran/EXHIB_14.jpg

 

 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ