ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება

iran/26.05.2016_(1).jpg

30 მაისს ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიურ კლუბში საელჩომ გამართა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ოფიციალური მიღება. ღონისძიებას დაესწრო 200-მდე სტუმარი, მათ შორის, ირანის სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები, თეირანში აკრედიტებული დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელები და დიპლომატები, თეირანში მცხოვრები ქართველები და ფერეიდნელი ქართველები.

მიღება ოფიციალურად გახსნა ირანის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა ბატონმა იოსებ ჩახვაშვილმა, რომელმაც სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას. მან ვრცლად ისაუბრა საქართველოში მიმდინარე რეფორმებსა და საქართველოსა და ირანის ისლამურ რესპუბლიკას შორის არსებული ურთიერთობებისა და თანამშრომლობის გამტკიცების პერსპექტივებზე. ასევე სიტყვით გამოვიდნენ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-სა და კავკასიის ქვეყნების დეპარტამენტის დირექტორი ბატონი ბაყერი მოყადდამი და ირანის შრომის, კოოპერაციისა და სოციალური კეთილდღეობის მინისტრის მოადგილე, ბატონი ჰოსეინი.

საქართველოს მხრიდან მიღებას ასევე ესწრებოდნენ ირანის ისლამურ რესპუბლიკაში ვიზიტით მყოფი საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ბატონი ტარიელ ხეჩიკაშვილი, საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი ბატონი მამუკა ბახტაძე და ქართველი ბიზნესმენები. 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ