ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
შეხვედრა ისპაჰანის სავაჭრო, სამრეწველო, მადნეულისა და სოფლის მეურნეობის პალატის ვიცე-პრეზიდენტთან

iran/Esfahan_2.jpg

21 ნოემბერს საელჩოს უფროსი მრჩეველი რუბენ მორგოშია ქ. ისპაჰანში შეხვდა ისპაჰანის სავაჭრო, სამრეწველო, მადნეულისა და სოფლის მეურნეობის პალატის ვიცე-პრეზიდენტს ბ-ნ მოსტაფა რონასის. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოების, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებში რეგიონული სავაჭრო პალატების და კერძო სექტორის უფრო აქტიური ჩართულობის უზრუნველყოფის შესაძლებლობებს. ორი ქვეყნის საინვესტიციო გარემოს უკეთ გაცნობის მიზნით, განხილულ იქნა საკითხი მიზნობრივი ჯგუფებისთვის ბიზნეს-ტურების ორგანიზების შესახებ. ასევე შედგა შეხვედრა პალატის ხელმძღვანელ პირებთან და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან, სადაც გაიმართა სათანადო სადემონსტრაციო მასალების პრეზენტაცია და ინფორმაციის მიწოდება საქართველოს საინვესტიციო გარემოს, მოქმედი კანონმდებლობის, საქართველოში გატარებული და მიმდინარე რეფორმების, საქართველოს ტურისტული პოტენციალის, თავისუფალი ეკონომიკური ზონების და კონკრეტული საინვესტიციო პროექტების შესახებ. ირანული მხარის წარმომადგენლებმა დაინტერესება გამოხატეს ტურისტული ინდუსტრიის და სოფლის მეურნეობის, ასევე სამთამადნო და ქვის დამამუშავებელი სფეროების მიმართ. 

 

iran/Esfahan_1.jpg

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ