ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
შეხვედრა შირაზის სავაჭრო, სამრეწველო, მადნეულისა და სოფლის მეურნეობის პალატის პრეზიდენტთან

iran/Shiraz_1.jpg

23 ნოემბერს საელჩოს უფროსი მრჩეველი რუბენ მორგოშია ქ. შირაზში შეხვდა შირაზის სავაჭრო, სამრეწველო, მადნეულისა და სოფლის მეურნეობის პალატის პრეზიდენტს ბ-ნ ჯამალ რაზეყის. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოების, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებში რეგიონული სავაჭრო პალატების და კერძო სექტორის უფრო აქტიური ჩართულობის უზრუნველყოფის შესაძლებლობებს. ორი ქვეყნის საინვესტიციო გარემოს უკეთ გაცნობის მიზნით, განხილულ იქნა საკითხი მიზნობრივი ჯგუფებისთვის ბიზნეს-ტურების ორგანიზების შესახებ. ასევე შედგა შეხვედრა პალატის ხელმძღვანელ პირებთან და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან, ტურიზმის, მშენებლობის, მრეწველობის, სოფლის მეურნეობის და საინვესტიციო სფეროში დასაქმებული კომპანიების წარმომადგენლებთან, სადაც გაიმართა სათანადო სადემონსტრაციო მასალების პრეზენტაცია და ინფორმაციის მიწოდება საქართველოს საინვესტიციო გარემოს, მოქმედი კანონმდებლობის, საქართველოში გატარებული და მიმდინარე რეფორმების, საქართველოს ტურისტული პოტენციალის, თავისუფალი ეკონომიკური ზონების და კონკრეტული საინვესტიციო პროექტების შესახებ. ირანული მხარის წარმომადგენლებმა გამოხატეს მზადყოფნა ტურისტული ინდუსტრიის, სოფლის მეურნეობისა და გადამამუშავებელი მრეწველობის დარგებში ინვესტირებისათვის.

 

iran/Shiraz_2.jpg iran/Shiraz_3.jpg

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ