ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
კონფერენცია თემაზე „ძიებანი ირან-საქართველოს ურთიერთობების ისტორიაში“

iran/_კვლევის_ფონდი.gif

19 იანვარს, თეირანის უნივერსიტეტთან არსებულ კავკასიის კვლევის ფონდში ჩატარდა კონფერენცია თემაზე „ძიებანი ირან-საქართველოს ურთიერთობების ისტორიაში“, სადაც მოხსენებებით გამოვიდნენ საქართველოდან მოვლინებული მეცნიერები - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის სპარსული ენისა და ლიტერატურის კათედრის გამგე, დოქტორი ნომადი ბართაია და საქართველოს უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის განყოფილების ხელმძღვანელი, დოქტორი ალექსანდრე ჭულუხაძე. დოქტორმა ნომადი ბართაიამ წაიკითხა მოხსენება თემაზე - „ქართულ-სპარსული ლიტერატურული ურთიერთობების წარსული და აწმყო“, ხოლო დოქტორმა ალექსანდრე ჭულუხაძემ წაიკითხა ორი მოხსენება - 1. „კავკასიის რეგიონის გადასასვლელთა მნიშვნელობა ძველი ირანის ისტორიაში“ და 2. ცნობილი ქართველი მეცნიერის, არქეოლოგის იულიონ გაგოშიძის მიერ მომზადებული მოხსენება - „საქართველო-ირანის ურთიერთობები აქემენიდურ ეპოქაში არქეოლოგიური მონაპოვრების საფუძველზე“. აღნიშნული კონფერენცია ჩატარდა საქართველოს საელჩოსთან თანამშრომლობით და საელჩოს მხრიდან მას ესწრებოდნენ: იოსებ ჩახვაშვილი - საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი და მამუკა ქურასბედიანი - უფროსი მრჩეველი.

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ