ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
თბილისის ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრი თეირანის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე

iran/.jpg

27-31 იანვარს, თეირანის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალში (იმართება ყოველწლიურად და ეძღვნება ისლამური რევოლუციის გამარჯვების წლისთავს) მონაწილეობა მიიღო თბილისის ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრმა. აღნიშნულმა თეატრმა ფესტივალზე წარმოადგინა ორი სპექტაკლი: „ფსკერზე“, რეჟისორი დავით დოიაშვილი და „ფსიქოზი 4.48“, რეჟისორი მაკა ნაცვლიშვილი. ასეთი ცნობილი ქართული თეატრის თეირანის ფესტივალში მონაწილეობა შესაძლებელი გახდა საქართველოს საელჩოსა და ფესტივალის ორგანიზატორებს შორის მჭიდრო თანამშრომლობით. საუკეთესო რეჟისურისა და ქალის საუკეთესო როლის ნომინაციებში წარდგენილი იყვნენ რეჟისორი დავით დოიაშვილი და მსახიობი ნანა ბუთხუზი. საბოლოოდ, ჟიურის გადაწყვეტილებით ნანა ბუთხუზმა მიიღო სპეციალური სიგელი. 

 

 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ