ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბატონი გიორგი კვირიკაშვილის ოფიციალური ვიზიტი ირანის ისლამურ რესპუბლიკაში

iran/Prime_Minister_1.jpg

2017 წლის 22 აპრილს შედგა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბატონი გიორგი კვირიკაშვილის ოფიციალური ვიზიტი ირანის ისლამურ რესპუბლიკაში. საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობდა, იმყოფებოდნენ ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობების საკითხებში თედო ჯაფარიძე.

პრემიერ-მინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა ირანის სამთავრობო კომპლექსში.

საქართველოს მთავრობის მეთაური ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტ ჰასან რუჰანის შეხვდა. გიორგი კვირიკაშვილს, ასევე, უმასპინძლა ირანის ისლამური რესპუბლიკის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ესჰაყ ჯაჰანგირმა. მან ასევე შეხვედრა გამართა ირანის ისლამური საბჭოს მეჯლისის თავმჯდომარესთან ალი ლარიჯანისთან.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ხელი მოეწერა რამდენიმე დოკუმენტს. გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმები ირანის კომუნიკაციებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სამინისტროსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შორის, საქართველოსა და ირანის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა და გარემოს დაცვის სამინისტროებს, ასევე კერძო სექტორის წარმომადგენლებს შორის.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა და ირანის ისლამური რესპუბლიკის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა მედიისთვის ერთობლივი განცხადება გააკეთეს. განცხადებაში აღინიშნა, რომ შეხვედრაზე განხილული იყო ორმხრივი თანამშრომლობის უმნიშვნელოვანესი საკითხები და მიღწეულ იქნა გარკვეული შეთანხმებები, რათა კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგას მიღწეული შეთანხმებების განსახორციელებლად.

iran/Prime_Minister_2.jpg iran/Prime_Minister_3.jpg

iran/Prime_Minister_4.jpg

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ