ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
ირანის ისლამური რესპუბლიკის სპარსული ენისა და ლიტერატურის აკადემიაში გაიმართა სამეცნიერო სხდომა თემაზე - „ქართული ენა ირანში“

iran/academy_0.jpg

2017 წლი 1 მაისს, ქ. თეირანში ირანის ისლამური რესპუბლიკის სპარსული ენისა და ლიტერატურის აკადემიაში გაიმართა სამეცნიერო სხდომა თემაზე - „ქართული ენა ირანში“. სხდომის ორგანიზება მოხდა ირანის საპარსული ენისა და ლიტერატურის აკადემიის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის,  გოეთეს სახელობის ფრანკფურტის უნივერსიტეტისა და თეირანში საქართველოს საელჩოს შორის თანამშრომლობით. აღნიშნული სხდომის დროს მოხსენებები წაიკითხეს დოქტორმა მარინე ბერიძემ, დოქტორმა ლია ბაკურაძემ (ორივე თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი), დოქტორმა ზაქარია ფურცხვანიძემ (გოეთეს სახელობის უნივერსიტეტი/ფრანკფურტი) და დოქტორმა ნიკოლოზ ნახუცრიშვილმა (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გ. წერეთლის სახელობის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი). სხდომას ესწრებოდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ირანის ისლამურ რესპუბლიკაში იოსებ ჩახვაშვილი. სხდომის დასასრულს, დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა ირანის სპარსული ენისა და ლიტერატურის აკადემიის პრეზიდენტმა ყოლამ ალი ჰადად ადელმა, რომელმაც აკადემიის მხრიდან გამოთქვა მზადყოფნა საქართველოს ენათმეცნიერების ცენტრებთან მჭიდრო თანამშრომლობის შემდგომი განვითარების კუთხით. ირანში ვიზიტის ფარგლებში ქართველ მეცნიერთა ჯგუფი ორი კვირის ვადით ეწვევა ფერეიდანს, ქართული ენის ფერეიდნული დიალექტის კვლევის მიზნით საველე სამუშაოების ჩასატარებლად.    

 

iran/academy_1.jpg iran/academy_5.jpg

 

 

 

 

 

 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ