საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებულის შეხვედრა ირანის ისლამური რესპუბლიკის გზებისა და ურბანიზაციის სამინისტროს გზებისა და სახმელეთო ტრანსპორტის ორგანიზაციის საერთაშორისო გადაზიდვებისა და ტერმინალების დეპარტამენტის უფროსთან

8 იანვარს საქმეთა დროებითი რწმუნებული რუბენ მორგოშია შეხვდა ირანის ისლამური რესპუბლიკის გზებისა და ურბანიზაციის სამინისტროს გზებისა და სახმელეთო ტრანსპორტის ორგანიზაციის საერთაშორისო გადაზიდვებისა და ტერმინალების დეპარტამენტის უფროსს ბატონ რეზა ნაფისის.

შეხვედრაზე განხილული იყო ორ ქვეყანას შორის სახმელეთო გადაზიდვების სფეროში თანამშრომლობის მდგომარეობა და შემდგომი პერსპექტივები. შეხვედრისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო 2018 წლის მაისს . თეირანში გამართული საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვების სფეროში საქართველო-ირანის მერვე ერთობლივი კომისიის სხდომის ოქმის განხილვას და მხარეთა მიერ აღებული ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს.

შეხვედრისას აღინიშნა, რომ ორივე მხარის მიერ მთლიანად იქნა შესრულებული ერთობლივი კომისიის მერვე სხდომის ოქმით გათვალისწინებული ვალდებულებები, მათ შორის, ნავთობპროდუქტების (ბიტუმის) გადამზიდავი ქართული ავტოცისტერნები მთლიანად იქნა გათავისუფლებული საწავავის ფასთასხვაობის გადასახადისაგან, ხოლო ქართული სატვირთო ავტომანქანებისთვის (გენერალური ტვირთები) 2018 წლის 2 ივლისიდან შემცირებულ იქნა საწვავის ფასთასხვაობის გადასახადი 70 პროცენტით.

ირანულმა მხარემ გამოთქვა სურვილი, საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვების სფეროში საქართველო-ირანის ერთობლივი კომისიის მეცხრე სხდომა გაიმართოს 2019 წლის მეორე ნახევარში . თბილისში, მინისტრის მოადგილეების დონეზე.

შეხვედრაზე საუბარი შეეხოსაერთაშორისო სატრანსპორტო და სატრანზიტო დერეფნის დაფუძნების თაობაზე (სპარსეთის ყურე - შავი ზღვის დერეფანი)“ მრავალმხრივი შეთანხმების პროექტის თაობაზე მოლაპარაკებების მიმდინარეობის და კონსულტაციების მორიგი რაუნდის ჩატარების დაგეგმვის საკითხს. მიღწეული იქნა სრული ურთიერთგაგება, რომ პროექტის მნიშვნელობიდან გამომდინარე, საჭიროა უფრო ინტენსიური სამუშაოების ჩატარება მონაწილე მხარეებთან, რათა დროულად მოხდეს შეთანხმების ტექსტის საბოლოო ვარიანტის შემუშავება და მისი მომზადება ხელმოსაწერად. ირანული მხარე გამოვიდა ინიციატივით, რომ საბოლოო შეთანხმების მიღწევამდე, უფრო ინტენსიურად იქნას გამოყენებული დღეს არსებული სატრანზიტო პოტენციალი და ბულგარულ მხარესთან ერთად გაიმართოს კონსულტაციები ირანი-აზერბაიჯანი-საქართველო-ბულგარეთის მიმართულებით საპილოტე გადაზიდვების ორგანიზების შესახებ