თეირანის „ფაჯრის“ 37-ე საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალში მონაწილეობა მიიღო თბილისის ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიულმა სახელმწიფო თეატრმა. 20-21 თებერვალს თეატრმა მაყურებლის წინაშე წარადგინა რეჟ. დავით დოიაშვილის სპექტაკლი „ცხოვრება იდიოტისა“. სპექტაკლს, რომელმაც მაყურებლის დიდი მოწონება და ინტერესი დაიმსახურა, დაესწრნენ ელჩი და საელჩოს თანამშრომლები.
22 თებერვალს გაიმართა ფესტივალის დახურვის ცერემონია, რომელზეც ფესტივალის ჟიურმა „საუკეთესო კოსტიუმების მხატვრის“ ნომინაციაში გამარჯვებულად დაასახელა თბილისის ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის მხატვარი ანანო მოსიძე. იგი დაჯილდოვდა შესაბამისი პრიზითა და ფულადი პრემიით. ფესტივალის დახურვის ცერემონიას დაესწრო საელჩოს მრჩეველი გიორგი სახლთხუციშვილი.