საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

9 აპრილის 30-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება

2019 წლის 9 აპრილს, . თეირანში საქართველოს საელჩოში გაიმართა 1989 წლის 9 აპრილის 30- წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება და ოტო-გამოფენა, რომელსაც დაესწრნენ თეირანში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და მასმედიის წარმომადგენლები.

ღონისძიებაზე საქართველოს ელჩმა იოსებ ჩახვაშვილმა სიტყვით მიმართა მოწვეულ სტუმრებს. მან ვრცლად ისაუბრა საქართველოს ისტორიის ამ მნიშვნელოვანი თარიღისა და ქართველი ხალხის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის შესახებ. ღონისძიებაზე ასევე ნაჩვენები იქნა 9 აპრილისადმი მიძღვნილი ვიდეო რგოლი.

ფოტოგამოფენისა და ვიდეო-რგოლის ჩვენების შემდეგ, რომელთაც დამსწრე საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია, გაიმართა მიღება.