საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

სტაჟირების კონკურსი ირანის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში

სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის მიზანია სტაჟიორთა მომზადება გადამზადება მათი კვალიფიკაციის ამაღლება და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება.

სტაჟირების კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს, რომელიც ფლობს სახელმწიფო ენას, არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან აქვს უმაღლესი განათლება და აკმაყოფილებს დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.

საბუთები მიიღება მ/წლის 1 მაისიდან 15 მაისის ჩათვლით ელექტრონული ფოსტის მეშვეობით მისამართზე tehran.emb@mfa.gov.ge

 

კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:

1. განაცხადების გადარჩევა;

2. გასაუბრება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე;

ფლობდეს საქართველოს სახელმწიფო ენას;

ფლობდეს სპარსულ ენას;

იყოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან ჰქონდეს უმაღლესი განათლება და აკმაყოფილებდეს დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს;

კანდიდატს უნდა ჰქონდეს ირანის ისლამურ რესპუბლიკაში კანონიერად ყოფნის (ცხოვრების) დამადასტურებელისაბუთი რომლის მოქმედების ვადა აღემატება სტაჟირების გავლის პერიოდს;

კონკურსის თემატიკა:

საქართველოს კანონი „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“;

ირანის ისლამურ რესპუბლიკასა და საქართველოს შორის ორმხრივი ურთიერთობები;

 

ირანის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში სტაჟირების კონკურსში მონაწილეობის მსურველმა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით მისამართზე tehran.emb@mfa.gov.ge  უნდა წარადგინოს:

 

ა) განაცხადი სტაჟირების გავლის შესახებ (დანართი N2);

ბ) ავტობიოგრაფია;

გ) დიპლომის ასლი/ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო

დაწესებულებიდან/საზღვარგარეთ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი;

დ) პასპორტის ასლი;

ე) ადგილსამყოფელ ქვეყანაში კანონიერად ყოფნის (ცხოვრების) დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლის მოქმედების ვადა აღემატება სტაჟირების გავლის პერიოდს;

ვ) ერთი ფოტოსურათი (3X4).

ზ) ნასამართლობის შესახებ ცნობა.

კონკურსანტებთან გასაუბრება ჩატარდება შემდეგ მისამართზე: ირანის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო, ქ. თეირანი, ფასდარანის გამზირი, გოლესთანის მე-2 ქუჩა, 92 (92, 2nd Golestan St., Pasdaran Ave., Tehran, Islamic Republic of Iran).

სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსის ეტაპების/გასაუბრების თარიღი დამატებით ეცნობებათ კონკურსის მონაწილეებს.

სტაჟირების შედეგების დადებითი შეფასების შემთხვევაში სტაჟიორს ეძლევა სტაჟირების წარმატებით გავლის დამადასტურებელი სერთიფიკატი.

სტაჟირება არ არის ანაზღაურებადი.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ სტაჟირების კონკურსი ცხადდება წელიწადში ორჯერ - მაისის და ნოემბრის თვის პირველ სამუშაო დღეს.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით: +98 21 22782386; 22782389; 

იხილეთ დანართები:

განაცხადი სტაჟირების გავლის შესახებ (დანართი N2).pdf

სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის წესი.pdf