საქართველოს ელჩი ირანის ისლამურ რესპუბლიკაში ეკონომიკის საპარლამენტო კომიტეტის თავჯდომარის მოადგილეს შეხვდა
22 ივნისს საქართველოს ელჩს ბატონ იოსებ ჩახვაშვილს და ირანის ისლამური პარლამენტის ეკონომიკური კომიტეტის თავჯდომარის მოადგილეს სეიედ ეჰსან ხანდუზის შორის შეხვედრა გაიმართა. საუბრის მთავარი თემა ორ ქვეყანას შორის არსებული ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობები იყო. ასევე განიხილეს საქართველო-ირანის სამომავლო ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივებიც.