საქართველოს ელჩის შეხვედრა ირან-საქართველოს მეგობრობის საპარლამენტო ჯგუფის ხელმძღვანელთან
29 ივნისს, საქართველოს ელჩი თეირანში, იოსებ ჩახვაშვილი საქართველოსთან მეგობრობის საპარლამენტო ჯგუფის ხელმძღვანელს ადელ ნაჯაფზადეს შეხვდა. შეხვედრის მთავარი თემა იყო ქვეყნებს შორის მრავალმხრივი ურთიერთობები და მისი სამომავლო განვითარება. ორივე მხარემ იმედი გამოთქვა, რომ კოვიდ პანდემიის შემდეგ თანამშრომლობა ქვეყნებს შორის გაიზრდება.