საქართველოსა და ირანის ისლამურ რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30 წელი შესრულდა
დღეს ირანის ისლამურ რესპუბლიკასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების დღიდან 30 წელი შესრულდა. ირანი ერთ-ერთი პირველი იყო მსოფლიო თანამეგობრობის ქვეყნებიდან, რომელმაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ აღიარა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა. მისასალმებელია, რომ ირანი სტაბილურად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. გასული 30 წლის განმავლობაში ორ ქვეყანას შორის ხელი მოეწერა არაერთ ორმხრივ ხელშეკრულებასა და შეთანხმებას, რომლებიც სოციალურ-ეკონომიკური, პოლიტიკური, კულტურულ-საგანმათლებლო მიმართულების თითქმის ყველა სფეროს მოიცავს. ამ პერიოდში განხორციელდა მრავალი ორმხრივი ოფიციალური ვიზიტი - საპრეზიდენტო და სამთავრობო დონეებზე, ჩატარდა ერთობლივი ეკონომიკური, პოლიტიკური, საკონსულო კომისიების სხდომები. საერთაშორისო ვითარების ცვლილების ფონზე კვლავაც მნიშვნელოვანია ორ მეგობარ ქვეყანას შორის კონსტრუქციული თანაშრომლობის გაღრმავება და გაფართოება, რაც ხელს უწყობს მთელს რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობას.
امروز 30-مین سالگرد بر قراری مناسبات دیپلماتیک بین جمهوری اسلامی ایران و گرجستان می باشد . ایران یکی از اولین کشورهایی بود در جامعه جهانی ، که پس از فروپاشی اتحادیه شوروی استقلال گرجستان را به رسمیت شناخته است . آنچه ایران از تمامیت ارضی و حاکمیت گرجستان به صورت پایدار حمایت می نماید ، موجب تقدیر و قدردانی می باشد . در طول 30 سال گذشته بین دو کشور قرارداد ها و توافقنامه های متعددی مورد امضاء قرار گرفته است ، که تقریبا همه رشته های اجتماعی ، اقتصادی ، سیاسی ، فرهنگی و آموزشی را فرا می گیرد . در طول این مدت چندین دیدار رسمی دو جانبه در سطوح ریاست جمهوری و دولتی صورت پذیرفته و جلسات کمیسیون های اقتصادی ، سیاسی ، کنسولی تشکیل شده است . در شرایط تغییر اوضاع سیاسی بین المللی تعمیق و گسترش همکاری های سازنده بین دو کشور دارای اهمیت فائقه بوده و موجب تحکیم صلح و ثبات در منطقه می باشد .