Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

საქართველო-ირანის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის თავი

დღეს, 28 ივნისს ირანის ისლამურ რესპუბლიკაში, საგარეო საქმეთა სამინისტროს კვლევით ცენტრში „საქართველო-ირანის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წელი“ აღინიშნა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, მათ შორის ყოფილი ელჩები საქართველოში, კვლევითი ცენტრის ექსპერტები, საქართველოს საელჩოს თანამშრომლები, ასევე ადგილობრივი საზოგადოებისა და მასმედიის წარმომადგენლები. სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს ელჩი ბატონი იოსებ ჩახვაშვილი, ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს კვლევების ცენტრის უფროსის მოადგილე ბატონი ყაფელებაში და ირანის ყოფილი ელჩები საქართველოში.

ღონისძიებისას მხარეებმა ერთმანეთს მიულოცეს დიპ. ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავი და განიხილეს ორმხრივი პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობები. ასევე აღინიშნა ორი ქვეყნის ურთიერთობებში არსებული დინამიკის შენარჩუნებისა და მისი შემდგომი ინტენსიფიკაციის სურვილი.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა ასევე იმ ხელშეკრულებების გამოფენა, რომელიც 30 წლის განმავლობაში ორ ქვეყანას შორის გაფორმდა.